ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანელ კოლეგებს ვუთხარით – ის ფაქტი, რომ დღეს უკრაინის ირგვლივ კონცენტრირებულია რუსული ჯარი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკეთეს მდგომაროებაშია
“უკრაინასთან შედარებით, „ბრიტანელ კოლეგებს ვუთხარით – ის ფაქტი, რომ დღეს უკრაინის ირგვლივ კონცენტრირებულია რუსული ჯარი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობაშია უკრაინასთან შედარებით იმიტომ, რომ საქართველოში უკვე არის რუსული ჯარი – ცხინვალსა და აფხაზეთში, ასევე, საქართველოს საზღვრებს ირგვლივაც ზუსტად ამდენივე რაოდენობით არიან კონცენტრირებული რუსეთის შეიარაღებული ძალები”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა პარლამენტარებმა ბრიტანელ კოლეგებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ ორი ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას მოასწავებს.