თამარ გაბუნია: მუდმივად იმაზე საუბარი, რომ რაღაცას ვადა გაუვიდა, რაღაც გაფუჭდა, ვაქცინაციის კამპანიისთვის მომგებიანი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მედიისა და სამთავრობო უწყებების საინფორმაციო კამპანია პოზიციურ მესიჯებზე უნდა იყოს აწყობილი.

​”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი, რომელსაც მედია, სამთავრობო უწყებები გაატარებენ, იყოს ერთიან და პოზიტიურ მესიჯებზე აწყობილი. მუდმივად იმაზე საუბარი, რომ რაღაცას ვადა გაუვიდა, რაღაც გაფუჭდა, ვაქცინაციის კამპანიისთვის მომგებიანი არ არის. მთავარია, მესიჯები იმ სიკეთესა და სარგებელზე იყოს აწყობილი, რაც ვაქცინას მოაქვს”, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები