პარლამენტში დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევაა დაგეგმილი

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევის საკითხი დაემატა.

პარლამენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები. რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები