იაგო ხვიჩია: დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ

კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვცდილობთ მასთან და ვთქვით კიდეც საჯაროდ, რომ, მათი აღსრულების შემთხვევაში, მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ რა ინტერესებიც გვაქვს, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას. ჩვენ დღესაც გვექნება გასაუბრების საშუალება, კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვცდილობთ მასთან და ვთქვით კიდეც საჯაროდ, რომ, მათი აღსრულების შემთხვევაში, მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი დღეს აირჩევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები