მიხეილ სარჯველაძე – სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: დეპუტატები ბევრად უფრო წინდახედულები უნდა ყოფილიყვნენ

“შესაბამისი რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობით სხდომების გაცდენა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის სრულფასოვან საფუძველს წარმოადგენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატები ბევრად უფრო წინდახედულები უნდა ყოფილიყვნენ.

„შესაბამისი რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობით სხდომების გაცდენის შემთხვევაში, ეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სრულფასოვან საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. ვფიქრობ, დეპუტატები ამ მიმართულებით ბევრად უფრო წინდახედულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ამ საფუძვლის წარმოშობა არ დაეშვათ. ბატონი ჯაფარიძის შემთხვევაში, საუბარი გვაქვს დანაშაულის დადასტურებაზე სასამართლოს კანონიერი განაჩენით, შესაბამისად, ეს გარემოებაც სრულფასოვანი საფუძველია უფლებამოსილების შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის: ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები