მიხეილ სააკაშვილი: კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო
კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადს და მისი გაუქმება მოითხოვა.
“სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება – ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს.
დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.