შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერ პარლამენტარებს მოუწოდებს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტონ
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტონ.
“ვინც არის დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში და არ უნდა, ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის ქოცხროვას მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე. ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან მეგობრებო. ნახავთ, როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრდება ეს, მეგობრებო, გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით. მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ, რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ”,- წერს ნათელაშვილი.