დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს
პარლამენტი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აირჩევს.
დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. ესენი არიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა გიორგი კალანდარიშვილს ეკუთვნის.
ფრაქცია „ქართული ოცნება“, ასევე მხარს დაუჭერს ცესკოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურებს.
რაც შეეხება პროცედურებს – ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.