2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2022 წლის იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-იანი აღდგენაა.

2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.

ამასთან, 2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა.

2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები