დავით კეზერაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროს აფინანსებს?

მიხეილ სააკაშვილის მოწოდება,შექმნილიყო პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ვადამდელი არჩევნების მოსამზადებლად და ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიშას გათავისუფლების კომიტეტი შეექმნა, მოწოდებად დარჩა და ყველასთვის მოულოდნელად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ანტიკორუფციული ბიურო დააფუძნა.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქართულ მედიას და არასამთავრობო სექტორს კორუფციის იმდენი ფაქტი აქვს გასაჯაროებული, მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, პარტიის ლიდერის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ამ მიმართულების გააქტიურებამ დამატებითი კითხვები გააჩინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც სააკაშვილის თავისუფლების კომიტეტი შექმნილა და არც აქციები იმართება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 24-26 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქალაქ ლარნაკაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს დავით ტყეშელაშვილს და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს.

“ლევან ხაბეიშვილი 24 ნოემბერს თბილისიდან გაემგზავრა ლარნაკას მიმართულებით, თბილისში დაბრუნდა 26 ნოემბერს, დ. კეზერაშვილს სურს რომ საქართველოში მოახდინოს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება,მათი დაფინანსება და მესამე ძალის ჩამოყალიბება, აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. კეზერაშვილმა ლ. ხაბეიშვილს განუცხადა, რომ გააქტიურებულიყო როგორც პარტიაში, ასევე დამოუკიდებლად და შესთავაზა საქართველოში “ანტიკორუფციული ბიუროს”ჩამოყალიბება, რასაც დააფინანსებდა დ. კეზერაშვილი.

დ. კეზერაშვილმა “ანტიკორუფციული ბიუროსთვის” ლ. ხაბეიშვილს უქირავა საოფისე ფართი და ყოველთვიური ხარჯებისთვის გამოუყო 15 000 აშშ დოლარი, ბიუროს გაძლიერებისთვის და გააქტიურებისთვის იგეგმება საქართველოს დიდ რეგიონებში ფილიალების გახსნა, ხოლო ბიუროს წევრების საქმიანობის ხელშეწყობისთვის იგეგმება ათი ავტომანქანის და ვიდეო კამერების შეძენა,ასევე დ.კეზერაშვილმა ლ.ხაბეიშვილს დაავალა რომ მის გარშემო შემოიკრიბოს სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რომელთაც დ. კეზერაშვილი გადაუხდიდა გარკვეულ თანხას.

როგორც ცნობილია, დ.კეზერაშვილი ახორციელებდა “ევროპული საქართველოს” ,პარტია”გირჩის” (ზურა ჯაფარიძე), პარტია “დროა” -ს (ელენე ხოშტარია ), და მოძრაობა ‘სირცხვილია”-ს დაფინანსებას.

დ.კეზერაშვილის აზრით,მთავარია მ.სააკაშვილმა ციხეში გაძლოს 2022 წლის გაზაფხულამდე, რადგან მისი ინფორმაციით ხელისუფლება გეგმავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ირკვევა რომ დ. კეზერაშვილი გაბრაზებული არის ირაკლი ღარიბაშვილზე, რადგან არ მისცა საკუთარი მამის დაკრძალვაზე დასწრების უფლება, ხსენებულზე დ.კეზერაშვილი აცხადებს რომ ი.ღარიბაშვილი ყოველთვის ვერ იქნება თანამდებობაზე და ევროპაში, თუნდაც რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში, დ. კეზერაშვილი დახარჯავს მთელ ქონებას, რათა ი.ღარიბაშვილს არ მიეცეს მშვიდად ცხოვრების საშუალება.

Cnews წერილში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებას დასახელებულ პირებთან შეეცდება და მათ კომენტარებს დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ”, – წერია წერილში, რომელიც “ქრონიკა +”-ის მთავარმა რედაქტორმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები