დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერ,საგარეო საქმეთა მინისტრ – დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ – ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები