მამუკა მდინარაძე: 50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ

50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება.

„თუ იმაზე გვაქვს საუბარი, ვის დაარწმუნებენ და ვის – არა, ეს მათი საქმეა და არა – ჩვენი. 50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, დაარწმუნებენ, თუმცა გაუჭირდებათ, რადგან ეს მეტი და აშკარა კოალიცია იქნება, მეტი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც. 61 ოპოზიციონერი დეპუტატია და დაარწმუნონ ერთმანეთი, 50 ხმა შეავსონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები