“ქართული ოცნება” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძის, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კარლო კაციტაძის, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა.

“იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთან დაცვის ინსპექტორის თანამდებობას, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები