რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენ, კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გააცნო.

დღესვე , სხდომაზე „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებაზე” იმსჯელეს. 2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც აზიის განვითარების ბანკმა პროგრამის დასაფინანსებლად გამოყო ფინანსური რესურსი 115,310,000 ევროს ოდენობით. პირველი ტრანშის სახით საქართველომ 2021 წლის იანვარში მიიღო 70,960,000 ევრო, ხოლო ამავე წლის დეკემბერში 44,350,000 მლნ ევრო.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30 მლნ ევროს ოდენობით ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით. „სესხის ფინანსური პირობებია: მოცულობა – 30მლნ ევრო; ხანგრძლივობა – 20 წელი”- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები