არჩილ თალაკვაძე: “ქოლ-ცენტრების” საკითხზე ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობა” ნერვიულობს

“ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს – გამოძიების შედეგებს თვალს მივადევნებთ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერი, არჩილ თალაკვაძე “ქოლ-ცენტრების” საქმეზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, გამოძიება გაარკვევს, რა იმალება ანგაჟირებული განცხადებების უკან.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს. თუ არაფერი აქვთ დასამალი და პრობლემა არ აქვთ, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა. გამოძიების შედეგებს თვალს მივადევნებთ და ბოლომდე გაირკვევა, რა დგას მათი ასეთი ანგაჟირებული განცხადებების უკან. ფაქტია, რომ პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო მოქმედებები გაატარა. ამ ფონზე ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები აქტიურობენ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს წარმოშობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა. ამასთან, პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს, „ქოლ-ცენტრების” საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები