ლაშა ხუციშვილი: მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც აქამდე იყო ჩადებული და რომელიც მომავალში აისახება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში, არის საქართველოში დაწერილი რეფორმები, რომლის გაზიარებაც ხდება სავალუტო ფონდის მიერ

„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც აქამდე იყო ჩადებული და რომელიც მომავალში აისახება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში, არის საქართველოში დაწერილი რეფორმები, რომლის გაზიარებაც ხდება სავალუტო ფონდის მიერ და არასწორია, როდესაც ვსაუბრობთ, გარკვეულწილად, რაღაც საშინაო დავალებების შესრულებაზე”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სსფ-სთან სამომავლო პროგრამა დასკვნით ეტაპზეა და მასში სწორედ საქართველოში მომზადებული რეფორმები აისახება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებში ასახული რეფორმები საქართველოშია დაწერილი და მისი გაზიარება ხდება სავალუტო ფონდის მიერ. რაც შეეხება სამომავლო პროგრამას – ის უკვე, გარკვეულწილად, დასკვნით ეტაპზეა. ამ ახალ პროგრამაშიც, რომელიც ქვეყანას ექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სწორედ ჩვენს ქვეყანაში მომზადებული რეფორმები იქნება გაზიარებული ფონდის მიერ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები