მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლება შეეზღუდა

პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის პაემნების უფლების შეზღუდვის შესახებ სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

მისი თქმით, ოჯახის წევრებთან პაემნების უფლება არა კვირაში ერთხელ, არამედ თვეში ერთხელ ექნება.

“კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები