წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში – შეხვედრა „საბა” 2021-ის გამარჯვებულებთან
„თიბისი კონცეპტის“ სივრცის ბიბლიოთეკა, წიგნის კლუბის ფარგლებში, კითხვის მოყვარულებისთვის ლიტერატურულ პრემია „საბა 2021”-ის გამარჯვებულებთან შეხვედრებს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრებს გაუძღვებიან თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლები და გამარჯვებულებთან ერთად განიხილავენ საინტერესო და აქტუალურ თემებს მათი შემოქმედების, კრეატიული პროცესისა და მთავარ თემების გარშემო.
შეხვედრამდე, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიტანონ კლუბის რჩეული წიგნები „თიბისი კონცეპტის“ სივრცის ბიბლიოთეკიდან ან ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით.
_
8 თებერვალი, 19:00 საათი.
„საბა“ 2021-ის გამარჯვებული რომანები.
წიგნის შესახებ:
ლიტერატურული პრემია „საბა 2021“-ის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში განსხვავებული სიტყვა უკვე უწოდეს, მოგვითხრობს შუახნის მარტოხელა ქალის ეთეროს შესახებ, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.
ლიტერატურული პრემია „საბა 2021“-ის გამარჯვებული ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ ივა ფეზუაშვილის „ბუნკერში“ კი ავტორი ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგას მოგვითხრობს – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ…
შეხვედრის შესახებ:
მწერალი და „საბა“ 2021-ის ჟიურის წევრი ნესტან ნენე კვინიკაძე გაუძღვება დისკუსიას ორივე რომანის შესახებ და ავტორებთან ერთად ისაუბრებს:
• გამარჯვებულ წიგნებზე;
• ორივე რომანის პერსონაჟებზე;
• ინსპირაციაზე ამ რომანის შესაქმნელად.
• ორივე რომანის პერსონაჟებზე;
• ინსპირაციაზე ამ რომანის შესაქმნელად.
15 თებერვალი, 19:00 საათი.
„საბა“ 2021-ის გამარჯვებულები წლის საუკეთესო პიესისა და კრიტიკის ნომინაციაში.
წიგნის შესახებ:
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ პაატა ციკოლიას „მედეა s01e06”. მითიური ქალი, რომლის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, არც დასრულდება, სანამ გონებაში გავაცოცხლებთ ხოლმე კადრებს მისი მონაწილეობით, ისევე, როგორც პაატა ციკოლიას პიესაში. სათაურში გამოტანილი ნიშნები s01e06 ერთგვარი სპეკულაციაა სატელევიზიო სერიალებით საზოგადოების უახლეს გატაცებაზე. ეს ციფრები მიგვითითებენ, რომ რასაც ახლა წავიკითხავთ/ვნახავთ/მოვისმენთ, არის მედეას შესახებ შექმნილი ვითომ სერიების პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მედეას ისტორიის მხოლოდ ფრაგმენტს ვეცნობით.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო კრიტიკა“ ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“.
ანტიკური ლიტერატურა და მისი ხელახალი წაკითხვა-გააზრება მარადიულს ხდის თანამედროვეობას და თანამედროვე ლიტერატურას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფსიქოთერაპევტის, ნინო დიანოსაშვილის ეს ნაშრომი ანტიკური ტრაგედიის, კერძოდ, ევრიპიდეს სამი ნაწარმოების გააზრებას ეძღვნება, კერძოდ, შეშლილობისა და სიშმაგის კვლევას, რომელიც ძველ ბერძენ ტრაგიკოსთაგან, ყველაზე მეტად, სწორედ ევრიპიდეს აინტერესებს. რადგან „მის ტრაგედიებში არსებული დაპირისპირების დაძლევა ადამიანურ შესაძლებლობებს ყველაზე მეტად აღემატება“.
ანტიკური ლიტერატურა და მისი ხელახალი წაკითხვა-გააზრება მარადიულს ხდის თანამედროვეობას და თანამედროვე ლიტერატურას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფსიქოთერაპევტის, ნინო დიანოსაშვილის ეს ნაშრომი ანტიკური ტრაგედიის, კერძოდ, ევრიპიდეს სამი ნაწარმოების გააზრებას ეძღვნება, კერძოდ, შეშლილობისა და სიშმაგის კვლევას, რომელიც ძველ ბერძენ ტრაგიკოსთაგან, ყველაზე მეტად, სწორედ ევრიპიდეს აინტერესებს. რადგან „მის ტრაგედიებში არსებული დაპირისპირების დაძლევა ადამიანურ შესაძლებლობებს ყველაზე მეტად აღემატება“.
შეხვედრის შესახებ:
მწერალი, პოეტი და ფილოლოგი დიანა ანფიმიადი გაუძღვება დისკუსიას ორივე ტექსტის შესახებ და ავტორებთან ერთად ისაუბრებს:
• გამარჯვებულ წიგნებზე;
• ანტიკურ ლიტერატურაზე;
• კრიტიკის მნიშვნელობაზე;
• ქართულ ლიტერატურაში;
• პიესის ჟანრის განვითარებასა და საჭიროებაზე.
• ანტიკურ ლიტერატურაზე;
• კრიტიკის მნიშვნელობაზე;
• ქართულ ლიტერატურაში;
• პიესის ჟანრის განვითარებასა და საჭიროებაზე.
_
დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: www.conceptevents.ge-ზე.
დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: www.conceptevents.ge-ზე.