სიყვარულის დღე და ლევან ცუცქირიძის „სიყვარული“

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ცუცქირიძის ნამუშევარს აქვეყნებს.
„დღეს მსოფლიოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
ლეგენდა შეყვარებულებისთვის წამებული წმინდა ვალენტინის შესახებ არაერთ ევროპულ ქვეყანაში აიტაცეს და უკვე წლებია 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ ამ დღეს.
სიყვარულის თემა მსოფლიო სახვით ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა იყო ყოველთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლევან ცუცქირიძე. „სიყვარული“. 1965. ტილო, ტემპერა.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები