ირაკლი კობახიძე: სამი დეპუტატის საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მივიღებთ

“საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის: ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატების შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს 3 დეპუტატთან მიმართებით მესამედ განიხილება ასეთი საკითხი. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე რაღაც კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება. უმრავლესობა საღამოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაწერეს შესაბამისი განცხადებები და აცდენდნენ სხდომებს, ჩვენ 2-ჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები