„ამიერიდან როსტომ საგინაშვილი, თავისი დიდებული ხმითა და „ჩაკრულოთი“, ზეციურ საქართველოს შეუერთდება“

ფოლკლორის ცენტრი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, როსტომ საგინაშვილს ემშვიდობება.
როსტომ საგინაშვილის და ილია ზაქაიძის სახელები ფოლკლორულმა სამყარომ მაშინ გაიცნო, როცა მათ მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ ალან ლომაქსმა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასა და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად, კოსმოსში გაგზავნა როგორც ცივილიზაციის ბრწყინვალე ნიმუში.
როსტომ საგინაშვილი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და განუმეორებელი წყება იყო. მისი და ილია ზაქაიძის დუეტი დიდხანს ამშვენებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც სათავეში დიდებული ანზორ კავსაძე ედგა.
სწორედ ამ დიდმა ხელოვანმა აღმოაჩინა გურჯაანის გუნდში როსტომი და სახელმწიფო ანსამბლში წამოიყვანა, სწორედ ის და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ კოსმოსში გაგზავნილ „,ჩაკრულოს” ანზორ კავსაძისეულ ვარიანტს.
ამიერიდან როსტომ საგინაშვილი, თავისი დიდებული ხმითა და „ჩაკრულოთი“ ზეციურ საქართველოს შეუერთდება.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თანაუგრძნობს ოჯახს, ფოლკლორულ საზოგადოებას, მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები