ირაკლი ზარქუა: უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მილიონ მოქალაქეს დენი დაუსუბსიდირდება

მიუხედავად ტარიფის გაზრდისა, რომელიც სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე დაფიქსირდა, პრემიერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოხდეს სუბსიდირება სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის და ასეთია მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სუბსიდირებასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო შემთხვევაა.

„მიუხედავად ტარიფის გაზრდისა, რომელიც სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე დაფიქსირდა, ესაა ინფლაცია, პლუს, ზოგადად, რესურსებზე გაზრდა, დეფიციტი და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრემიერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოხდეს სუბსიდირება სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის და ასეთია მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მილიონ მოქალაქეს დენი დაუსუბსირდება.

მე თუ მკითხავთ, საერთოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი უფასო უნდა იყოს და ეკონომიკას ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ორივე ხელით მოვაწერდი ამას ხელს და მხარს დავუჭერდი, მაგრამ რეალობა სხვაა და პოპულისტურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები