ირაკლი კობახიძე: ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით

სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ორშაბათს იმსჯელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს – ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ ორშაბათსვე გავასაჯაროებთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები