ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, სენაკში “ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის მორიგი წარმატებული ალიანსი არ დავუშვათ 

“ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, რომ არ დავუშვათ სენაკში “ნაციონალური მოძრაობის” და გახარიას პარტიის მორიგი წარმატებული ალიანსი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ამოცანა ასევე არის ის, რომ სენაკში მმართველმა გუნდმა სტაბილური უმრავლესობა შექმნას.

“ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ამოცანა სენაკში. პოლიტიკური ამოცანა არის ის, რომ არ დავუშვათ “ნაციონალური მოძრაობის” და გახარიას პარტიის მორიგი წარმატებული ალიანსი ამ მუნიციპალიტეტში და პოლიტიკური ამოცანა არის, რომ ჩვენ შევქმნათ სტაბილური უმრავლესობა სენაკში და ყველაფერი გაკეთდება ამ ამოცანის შესასრულებლად. რაც შეეხება მათ ნაბიჯებს – მათემატიკა დააყენეს თავდაყირა და ამის უკან, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური ძალა დგას. იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ სენაკშიც გაეფორმებინათ “ნაცმოძრაობის” და გახარიას კოალიცია, რომ ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას და საბოლოო ჯამში 16 კაცით შეიკრიბნენ, როცა შეკრება 17 კაცით შეიძლებოდა. 16 კაცი ჩვენც გვყავს და ჩვენც შევიკრიბებოდით ეს რომ ყოფილიყო საკმარისი. იმდენად კომიკური და ღიმილისმომგვრელია მათი ნაბიჯი, რომ ვერაფრით ვერ აიხსნება, გარდა იმისა, რომ მათი ცდუნება იყო ძალიან დიდი, რომ შეექმნათ “ნაცმოძრაობა”- გახარიას კოალიცია ამ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები