ირაკლი ზარქუა: ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, შექმნას პენსიონერთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა – ცხელი ხაზი

ეროვნულ ბანკს ეთხოვეთ, რომ თავის წიაღში შექმნას პენსიონერთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა – ცხელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასევე სოციალურ სააგენტოს ეთხოვა, რომ იმ სასესხო ხელშეკრულებაში, რაც დაიდება პენსიონერსა და ბანკს შორის იქაც ცხელი ხაზი, შავი თეთრზე ეწეროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პროცენტის არასწორად დარიცხვა ან გარკვეული კითხვები ექნებათ, პენსიონერს შესაძლებლობა ექნება, რომ დარეკონ ცხელ ხაზზე. სწორედ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება და ბერკეტი, რომ დააჯარიმოს, დასაჯოს ესა თუ ის ბანკი, თუ კეთილსინდისიერად არ მოეპყრობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები