ანრი ოხანაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალე იქნება

მომდევნო დღეებში უმაღლლესი საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ იქნება საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში, რადგან პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორშაბათს ჩვენ მოვუსმენთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ 2 კანდიდატს მოვუსმენთ. 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყოფა ორ ნაწილად. ჩვენ ორივე კანდიდატს მოვუსმენთ ორშაბათს. ჩვენი მთავარი საზომი, რა თქმა უნდა, იქნება პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პოსტზე კანდიდატის არჩევისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები