ანრი ოხანაშვილი: გენერალური პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის შექმნას მივესალმებით

ასეთი სტრატეგიის შექმნას მივესალმებით, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციას. საუბარია პროკურატურის შემდგომ განვითარებასა და რეფორმირების დღის წესრიგზე. პრეზენტაციის მიზანს პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების ინფორმირება და სტრატეგიის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა წარმოადგენდა.

„ასეთი სტრატეგიის შექმნას მივესალმებით. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან და შემდგომშიც, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ისევე – როგორც სხვა პროფესიულ საზოგადოებასთან ვთანამშრომლობთ, აქაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები