საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში გაიმართა და მას როგორც პოლიტიკოსი, ისე – სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.