თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტთან შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხს დააყენებს

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი პრეზიდენტთან შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ ჩარკვიანმა სალომე ზურაბიშვილთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზუსტად ვიცი, დღეს რაზე მინდა, მას ვესაუბრო. მინდა, ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მესმის, რომ ვერ მიიღო პოლიტიკური აქტის გადაწყვეტილება, ეს შეწყალება იყო თუ ამნისტია, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა და უფრო გაურთულდა, მაგრამ ვფიქრობ, იქნებ როგორმე მიიღოს მონაწილეობა, რომ სარეაბილიტაციოდ გაუშვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს ქვეყანას. მე პირადად სურვილი მაქვს, რომ ამაზე ორიოდ სიტყვა ვუთხრა და მაინტერესებს, თავად როგორ წარმოუდგენია სამომავლოდ ამაზე შეთანხმება. უთუოდ უმაღლესი ინსტიტუცია, ობიექტური მინდა ვიყო მის მიმართ, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა რუსულ ვექტორთან მიმართებაში. ბოლო გამოსვლაში მან დაიწყო საუბარი, რომ რუსეთი აგრესორია, რაც ვერ ვათქმევინეთ ვერავის ხელისუფლებიდან. მოკლედ, მთელი რიგი კითხვები მაქვს, ვნახოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრას მართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები