ხათუნა სამნიძე – ეროვნული შერიგების პროცესზე: ამ პროცესს მე პირადად ვგულშემატკივრობ
“ამ პროცესს მე პირადად ვგულშემატკივრობ. გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის სკეპტიციზმი და შესაძლოა, ვერ ვხედავდეთ შერიგების შესაძლებლობებს”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პრეზიდენტის ეროვნული შერიგების პროცესის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ეროვნული შერიგების პროცესის მიმართ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი.
“ეს არის შეხვედრა, რომელიც არის გაგრძელება იმ სამუშაო შეხვედრების, რომელიც გამართა ქალბატონმა პრეზიდენტმა ეროვნული შერიგების კონტექსტში. ამ პროცესს პირადად მე ვგულშემატკივრობ. გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის სკეპტიციზმი და შესაძლოა, ვერ ვხედავდეთ შერიგების შესაძლებლობებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროცესი მიდის და მასში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.