„ტაძარი“, „თუშეთი“, „ზამთარი“ და თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკას) დაბადების დღე

„თუშეთი“, 1982. მუყაო, ტემპერა.

დღეს, ცნობილ ფერმწერსა და გრაფიკოსს, თენგიზ მირზაშვილს – ჩუბჩიკას 88 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი საკუთარი კოლექციიდან მხატვრის სამ ნამუშევარს აქვეყნებს და ინფორმაციას ავრცელებს.
თენგიზ მირზაშვილის სახვითი ენა თუ ხელწერა ზღვარზეა რეალისტური და პირობითი გამომსახველობის ასპექტით. მის ნამუშევრებში იკვეთება ფიროსმანის სახვითი ელემენტები, საბავშვო ილუსტრაციების სპეციფიკა და გამიზნული ნაივური თხრობა.
ყოფითი სცენები და ქართლის, ხევის, თუშეთის პეიზაჟები – წელიწადის სხვადასხვა დროს გადაწყვეტილია პოეტურ-ფილოსოფიურ შინაარსობრივ პლასტში, რაც ლაკონიური ფერწერული დეტალებით და შეჯერებულ ფერთა გამითაა განპირობებული. ასევე, მირზაშვილის ნიუები, ნატურმორტები და კარიკატურები იდენტური სტილისტური ხერხებითაა შექმნილი.

სურათზე:  „ტაძარი“, 2004. ქაღალდი, პასტელი.
„თუშეთი“, 1982. მუყაო, ტემპერა.
„ზამთარი“, მუყაო, გუაში.

„ზამთარი“. მუყაო, გუაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები