რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 454-მა ადამიანმა გაიკეთა.
ინფორმაცია Stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
სულ ქვეყანაში 2 764 352 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 154 476, გარდაიცვალა 15 404 პაციენტი.