თუმანიშვილის თეატრში რეჟისორ გიორგი სიხარულიძის ფილმის – „მოაზროვნე“ პრემიერა გაიმართა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეჟისორ გიორგი სიხარულიძის ფილმის „მოაზროვნე“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
ფილმი ქართველი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში ხელოვანი წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა განზომილების ადამიანი – თეატრის რეჟისორი და პედაგოგი. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც რევაზ ლაღიძის მუსიკით არის გაფორმებული, რეჟისორის ნაფიქრალ–ნააზრევს, სიმბოლურად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ახმოვანებენ, მათ შორის: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მინდია უგრეხელიძე, დავით საყვარელიძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კახიძე, ტარიელ ხარხელაური, ნონა გაფრინდაშვილი, ზურა ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და ა. შ.
ფილმი თბილისის მერიის მხარდაჭერით არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები