საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 16:26 წუთზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმიწიფო საზღვრიდან 61 კმ-ში რუსეთში, ინგუშეთთან მოხდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.