სოფელ სვირთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 პირი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირთან მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის ხუთივე მგზავრი.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები