სააკაშვილის საქმის მოსამართლე: ეს რომ ისტორიული პროცესია, ამის შეხსენება არ მჭირდება – უნდა მომცეთ უფლება, ამ პროცესს გავუძღვე სრულფასოვნად

“ეს რომ ისტორიული პროცესია, მე ამის შეხსენება არავისგან არ მჭირდება. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები”, – ასე მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხარეებს, სადაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის საქმე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მოსამართლე მხარეებისგან ითხოვს, პროცესის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა მისცენ.

“ერთი თხოვნა იქნება ჩემი – ვინც ამ პროცესში იღებთ მონაწილეობა,  ძალიან გთხოვთ, თუ მიგაჩნიათ, რომ სამარცხვინოა, ფარსია და ა.შ. საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ ფარსში, ამ სამარცხვინო პროცესში, დარჩით სახლში, ინტერესის შემთხვევაში – ტელევიზიით ადევნეთ თვალი.

ეს რომ ისტორიული პროცესია, მე ამის შეხსენება არავისგან არ მჭირდება. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები. მაგრამ უნდა მომცეთ უფლება, ამ პროცესს გავუძღვე სრულფასოვნად”, – განაცხადა მოსამართლემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები