„წმინდა ნინოს ჯვარი“ – ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი წელს მეთორმეტედ გაიმართება
ქრისტიანული პოეზიის XII ფესტივალისთვის – „წმინდა ნინოს ჯვარი“ ნაწარმოებების მიღება გამოცხადდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი უნდა გაგზავნონ 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:
festivali2011@mail.ru
festivali 2011@yahoo.com
ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი.
ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
მთავარი პრიზი – წმინდა ნინოს ჯვარი;
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი;
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალი.
ცალკე შეფასდება ქრისტიანულ თემატიკაზე გამოგზავნილი საბავშვო ლექსები და გაიცემა საფესტივალო პრიზები.
ფესტივალი ჩატარდება 2022 წლის 10 მაისს.
საკონტაქტო ტელეფონი: 599 579 111.