ლაშა მესხი საწვავის ფასზე: შეღავათი ბიზნესს კი არა ხალხს სჭირდება და ამ უთანასწორო ბრძოლაში სახელმწიფო უნდა დადგეს ხალხის მხარეს 

უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში საწვავის გაძვირებული ფასების შესახებ წერს.

მისი თქმით, ხალხს  შეღავათი სჭირდება.

“ლარი ხომ გამყარდა. რატომ არ იაფდება საწვავი? ყოვლად უპასუხისმგებლო ბიზნესი ათასგვარ მიზეზს მოიფიქრებს, იმისთვის რომ გააპრაოს ეს ამბავი. ის, რომ თურმე ძველი ფასით აქვთ ნაყიდი, ის რომ თურმე სახელმწიფოს მხრიდან აქციზის ფასი ტვირთად აწევთ… ყველაფერი სხვისი ბრალია და გაქსუებული ბიზნესი, რომელიც წლებია ხალხის გაჭირვების ხარჯზე ხელებს ითბობს, ვითომ არაფერ შუაშია.

წლების მანძილზე რამდენიმე მსხვილი საწვავის კომპანია, რომ შეთანხმებულად მოქმედებს ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს?

ის, რომ 2015 წელს „კონკურენციის პირობების” დარღვევისთვის მონოპოლისტი კომპანიები დაჯარიმდა გახსოვთ?! თუმცა მსხვილმა კომპანიებმა 55 მილიონის ნაცვლად რატომღაც მხოლოდ 3 მილიონი გადაიხადეს…

ყველაფერი ეს არის გამოცხადებული, შეთანხმებული ომი ხალხის წინააღმდეგ”, – წერს იგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები