ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია Georgian Airways სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმზეა გადასული და ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობასა და რეგულარული ფრენების შესრულებას.
“ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეის-ის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ოფიციალური ინფორმაცია, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. ბოლო დროს, სხვადასხვა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გაჟღერდა ჯორჯიან ეარვეის-ის გაკოტრებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯიან ეარვეისი გადავიდა რეაბილიტაციის და არა გაკოტრების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და რეგულარული ავიარეისების შესრულებას. ამ ეტაპზე კომერციული ფრენები ხორციელდება თელ ავივის, ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით, სხვა მიმართულებებზე ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას განვათავსებთ ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ მედიაში.
გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენი, როგორც კომპანიის ინტერესებს და თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე გთხოვთ, რომ ჯორჯიან ეარვეისთან დაკავშირებულ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ ჩვენთან, ოფიციალურ ვებსაიტზე, ან სოციალურ ქსელში.
მადლობას გიხდით ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის”. – წერია კომპანიის განცხადებაში.