პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მოწვეულ სტუმრებს სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააცნო და მიმდინარე პროექტების, სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებაც ისაუბრა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სასწავლო პროცესს, მოესმინათ ცენტრის საქმიანობის, გეგმებისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია. მათ, ასევე, დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, შენგელი ფიცხელაური, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი და სასწავლო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები