ირაკლი ქადაგიშვილი: თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ვიმსჯელებთ, ჩავერთვებით თუ არა მის მუშაობაში
“თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ვიმსჯელებთ, ჩავერთვებით თუ არა მის მუშაობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ დგას.
„ჩვენ პარლამენტს სხვადასხვა თემაზე გვქონდა შექმნილი საგამოძიებო კომისია. მათ შორის, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზეც და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძვლიანია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავთ. თუ პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიქმნება ასეთი კომისია, ვიმსჯელებთ, ამ კომისიის მუშაობაში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.