ყველაზე მაღალი CashBack მხოლოდ ლიბერთის და Visa-ს მომხმარებლისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack Visa-სთან ერთად ახალ აქციას იწყებს. ვალენტინობის აქციის ფარგლებში, 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი – 30%, 40% და 50% CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. ის, ვინც ლიბერთის აქციაში მონაწილე ობიექტებში ლიბერთის “ახალი” Visa საკრედიტო ბარათით გადაიხდის, დამატებით 10% ქეშბექს მიიღებს.

თუ მეგობარი ობიექტის და “ახალი” ბარათის შერჩეული კატეგორიის ქეშბექი ერთმანეთს დაემთხვა, მომხმარებელი დამატებით 3%-5% კატეგორიის ქეშბექს მიიღებს. კატეგორიის შერჩევა როგორც ბარათის აღებისთანავე, ასევე ყოველი თვის დასაწყისში არის შესაძლებელი.

“ახალი” ბარათის ქეშბექის კატეგორიებია: o სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები – 3% ქეშბექი o ჯანმრთელობა და სილამაზე – 5% ქეშბექი o ტანსაცმელი და აქსესუარი – 5% ქეშბექი o გართობა და დასვენება – 5% ქეშბექი o ავტო/მოტო – 5% ქეშბექი o ბარები რესტორნები კვების ობიექტები – 5% ქეშბექი მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები შეძლებენ სპეციალური აქციით სარგებლობას: o 8 – 14 თებერვალი Tribu Hotel Bakuriani – 50% CashBack o 8 თებერვალი Posteration – 50% CashBack o 9 თებერვალი Kaleisi – 40% CashBack o 10 თებერვალი Archevani – 50% CashBack o 11 თებერვალი Paraiso – 50% CashBack o 12 თებერვალი Tavrieli – 50% CashBack o 13 თებერვალი Geferrini – 40% CashBack o 14 თებერვალი Flower Factory – 30% CashBack o 14 თებერვალი Makashvilebtan– 50% CashBack o 14 თებერვალი Foe Foe – 50% CashBack o 14 თებერვალი Gallery Glasses – 50% CashBack კამპანიის ფარგლებში დაბრუნებული ქეშბექის ოდენობა განსაზღვრულია ჯამში 300 ლარით. VISA-ს ახალი საკრედიტო ბარათის +10%-იანი აქციის ქეშბექის ლიმიტი შეადგენს 100 ლარს. ყველაზე მაღალი CashBack-ის მიღების წესები მარტივია: · გაიაქტიურეთ სასურველი შეთავაზება* · გადაიხადეთ ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე · გადახდისას აუცილებლად მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი *შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack-ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს “აქტივაცია” და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები