პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ გასულ წელს საშემოდგომო სესიაზე 15 პლენარული სხდომა ჩატარდა, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია არცერთ მათგანს არ დასწრებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს.
კომიტეტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება.