ლიეტუვაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ქმედებამ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის წევრობა დააჩქაროს

 

ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ამჟამინდელმა აგრესიულმა ნაბიჯებმა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინის ან სხვა ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს.

ამის შესახებ მან TSN.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის მიერ არჩეულ გზას, მის აგრესიულ ნაბიჯებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ჰქონდეს რუსეთის სურვილის საწინააღმდეგო ეფექტი, რაც დააჩქარებს უკრაინის ან სხვა ქვეყნების გაწევრიანების პროცესს, როგორც ეს შვედეთის და ფინეთის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა მან.

ჩმილტე-ნილსენის თქმით, ვერავინ გააუქმებს უკრაინის სუვერენულ უფლებას, თავისუფლად აირჩიოს ალიანსები, თავდაცვის ალიანსი, რომლის ნაწილიც მას სურს იყოს, ნატო-ს ჩათვლით.

“და ნატოს 2008 წლის დაპირება ძალაში რჩება. ის კვლავ მოქმედებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ეს არის უფლება, რომლისთვისაც უკრაინა დღემდე იბრძვის”, – დასძინა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა.

ის ასევე დაეთანხმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვებს, რომ თუ რუსეთს სურდა ნაკლები ნატო ენახა თავის საზღვრებთან, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია.

“მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პრინციპული პოზიცია, ასევე პოზიცია, რომელიც უდავოდ აჩვენებს, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის დაშინებაც და დაცინვა არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სწორი განცხადებაა”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები