იაგო ხვიჩია: ჩვენი მიზანია, ხელი არ შევუშალოთ კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, ვთვლით თუ არა, რომ მისი შექმნა აუცილებელია

“თუ ჩვენს კოლეგებს რაიმე საკითხი აინტერესებთ და მათ ეხებათ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი სწორედ ასეთია, ჩვენი მიზანია – ხელი არ შევუშალოთ კომისიის შექმნაში, მიუხედავად იმისა, იმ კონკრეტულ საკითხზე მიგვაჩნია თუ არა, რომ აუცილებელია მისი შექმნა”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რა პირობით დაუჭერს “გირჩი” მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“ჩვენ ვართ ჩვენი პირობის ერთგული, სადაც ვთქვით, რომ ყველა ჩვენ კოლეგას მხარს დავუჭერთ მათთვის სასურველი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, ჩვენც დაგვიჭერენ მხარს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ხმაა საჭირო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები