ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამსახურის უფროსებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც მოისმინა.

სერგო ხიდეშელმა ყურადღება ასევე გაამახვილა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე. მისი დავალებით, აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა იქნეს აყვანილი.

სერგო ხიდეშელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომ მიმდინარე სამუშაო წელი წარმატებულად წარიმართოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები