სვანური სიმღერებისა და ზარის უბადლო შემსრულებელი ენვერ ქალდანი გარდაიცვალა
82 წლის ასაკში სვანური სიმღერებისა და ზარის შემსრულებელი ენვერ ქალდანი გარდაიცვალა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უსამძიმრებს ენვერ ქალდანის ოჯახს, „რიჰოსა“ და „ცხუმარის“ წევრებს, სვანეთის საზოგადოებას, მეგობრებს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
„ენვერ ქალდანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული (სვანური) ხალხური სიმღერისა და საკრავიერი მუსიკისათვის.
ანსამბლ „რიჰოსა“ და „ცხუმარის“ გუნდის წამყვანი სოლისტი, ჭუნირზე დაკვრის დიდოსტატი, სვანური სიმღერებისა და ზარის უბადლო მცოდნე, გამორჩეული ინდივიდი თავისი ხმითა და შესრულების მანერით.
ფოლკლორის ცენტრის ეროვნული პრემიისა და 2005-2006 წლების ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.