კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 133 თბილისში გამოვლინდა, 1 376 – იმერეთში, 1 139 – აჭარაში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა. აჭარაში – 1 139; იმერეთში – 1 376; ქვემო ქართლში – 628; შიდა ქართლში – 563; გურიაში – 184; სამეგრელო – ზემო სვანეთში – 500; კახეთში – 344; მცხეთა-მთიანეთში – 157; სამცხე-ჯავახეთში – 194; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 17.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 გამოჯანმრთელდა, 15 246 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 947 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.