„ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დღეს წარადგენს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. აგრეთვე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ხმაა საჭირო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები