საბა ქუმარიტაშვილის ოლიმპიური დებიუტი 31-ე ადგილით დასრულდა

საბა ქუმარიტაშვილის ოლიმპიური დებიუტი 31-ე ადგილით დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღევანდელი შეჯიბრების და, შესაბამისად, სამი დაშვების გათვალისწინებით, ქართველი მოციგავის შედეგმა ჯამში 3.00,393 წუთი შეადგინა.
“პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს იანცინის სასრიალო ცენტრის ტრასაზე ასპარეზობა დაასრულა 21 წლის მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა.
ქართველ ოლიმპიელს მისთვის სადებიუტო თამაშებზე მესამე დაშვებისას 31-ე შედეგი – 1.00,036 აღმოაჩნდა. ქუმარიტაშვილმა ერთი დღით ადრე პირველი დაშვებისას ტრასა 1.00,211 წუთში დაფარა და 30-ე შედეგი ჰქონდა, მეორე დაშვებისას 1.00,146 წუთით – 32-ე შედეგი, ხოლო ორი დაშვების ჯამში 2.00,357 წამით 31-ე ადგილი.
დღევანდელი შეჯიბრების და, შესაბამისად, სამი დაშვების გათვალისწინებით, ქართველი მოციგავის შედეგმა ჯამში 3.00,393 წუთი შეადგინა და 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე დაასრულა ოლიმპიური ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ცდაზე ასპარეზობისთვის, სადაც მედლები თამაშდება, საუკეთესო ოცეულში მოხვედრა იყო საჭირო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები